- საინფორმაციო უსაფრთხოება
- 1) ინფორმაციის, მომსახურებების, სისტემების და ტელეკომუნიკაციების დაცვა ნებისმიერი ფორმით. საინფორმაციო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკურ უსაფრთხოებას, კერძო პირების ქმედებებს, ორგანიზაციულ პროცედურებს და სოციალურ პირობებს. საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები მოიცავს პირადი საიდუმლოებების დარღვევას, ელექტრონული ფოსტის „სპამს“ (უსარგებლო, რეკლამის მიზნით გამოგზავნილ ელფოსტას), სამრეწველო შპიონაჟს, პირატულ კოპირებას, კომპიუტერულ ვირუსებს, ქსელურ ტერორიზმს და ელექტრონული ომის წარმოებას. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხე შეიძლება ერთ წამში მთელ მსოფლიოში გავრცელდეს, საინფორმაციო ქსელების გავლით. 2) ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის (ურღვევობის) და ხელმისაწვდომობის დაცვა (შენარჩუნება).Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.